მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" "ასველი" დაამარცხა და ევროთასის 1/4 ფინალში გავიდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ევროთასზე H ჯგუფის ბოლო ტურში ვილერბანის "ასველს" უმასპინძლა და ანგარიშით 75:68 დაამარცხა.

მანუმ იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "სასარისთან" მატჩი გამოტოვა, დღეს კი ითამაშა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი სტუმრებმა 1 ქულით მოიგეს, შემდეგ მასპინძლები დაეუფლნენ ინიციატივას და მიუხედავად მეტოქის გააფთრებული წინააღმდეგობისა, მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ევროთასის 1/4-ფინალში გასვლა.

მანუჩარმა 21:56 წუთში 7 ქულა ჩააგდო (4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), ორჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.

19 ქულით ყველაზე შედეგიანი
კალათბურთელი მარკოიშვილის თანაგუნდელი ამადეო დელა ვალე იყო, ის მარგი ქმედების კოეფიციენტით (20) მატჩის MVP-ც გახდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული