ზაზა ფაჩულიას 10 ქულა - "გოლდენ სტეიტი" "დენვერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლო სამ მატჩში მეორე შეხვედრა დათმო ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა". "უორიორსი" გასვლით დაპირისპირებაში "დენვერთან" 108:115 დამარცხდა. ფაჩულია ძირითად ხუთეულში იყო და საკუთარ გუნდს 10 ქულითა და 2 შედეგიანი გადაცემით შეეწია.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. სტეფ კარის ანგარიშზე კი 24 ქულა დაფიქსირდა.

41 მოგებითა და 12 მარცხით “გოლდენ სტეიტი” მაინც გვარიანი ჰანდიკაპით ლიდერობს დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას. შემდეგ მატჩს ოკლენდელები შინაურ “ორაკლ არენაზე” 7 თებერვალს, “ოკლაჰომასთან” გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 2 /
რომ წერთ გვარიანი ჰანდიკაპითო, არ შეიძლება რომ დაწეროთ რამდენი ქულა აქვს და რამდენით უსწრებს უახლოეს მდევარს? აქ ინფორმაციის მისაღებად შემოვდივარ და მერე ზოგადად გიწერიათ. თუ გეზარებათ სტატიის დაწერა, დაანებეთ თავი.
ნათია
19:10 04-02-2018
0
როცა თამაში მისდის შეგნებულად არ აკეთებინებენ ორმაგ დუბლს, ეგრევე გაყავს მოედნიდან თამაშის ბოლომდე
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული