All Star-ში არყოფნის მიუხედავად, ზაზა ფაჩულია ჩვენს სიყვარულს იმსახურებს

AutoSharing Option
ამერიკულმა საიტმა Pressdemocrat.com-მა ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გოლდენ სტეიტი" გახდა პირველი გუნდი, რომელსაც "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრაზე 4 კალათბურთელი ეყოლება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ზაზა ფაჩულია - ქართველი ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და ძირითადი ხუთეულის წევრია.

ფაჩულია 33 წლისაა. იგი შავი ზღვის ქვეყნიდან, საქართველოდანაა. სულ რამდენიმე დღის წინ მან NBA-ში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა და აქედან დაახლოებით ნახევარი მას ძირითად ხუთეულში აქვს დაწყებული. რაც შეეხება "უორიორსს", მას გასული სეზონიდან მოყოლებული და მთელი ამ სეზონის განმავლობაში 111 მატჩი აქვს
დაგროვილი.

ზაზა ისეთ კალათბურთელებთან ერთად იწყებს ძირითად ხუთეულში თამაშს, როგორებიც სტეფ კარი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი და კლეი ტომპსონი არიან - კალათბურთელები, რომლებიც "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.

ფაჩულიას შეეძლო "დალასიდან" სხვა გუნდში გადასულიყო და ფინანსურადაც უფრო მომგებიანი წინადადებები ჰქონდა, მაგრამ მან "გოლდენ სტეიტში" თამაში არჩია, რაზეც იგი ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს:

"რა თქმა უნდა, ფინანსურად დიდი მსხვერპლი გავიღე, მაგრამ მე დიდებულ სიტუაციაში მოვხვდი. შენ შეგიძლია აქ მიიღო სიამოვნება კალათბურთისგან, ისწავლო ყოველდღიურად და იყო იმ გუნდის შემადგენელი ნაწილი, რასაც ამ დიდებული კლუბის მოთამაშეები შეადგენენ. ჩვენ გამოვდივართ ყველა შეხვედრაში, რომ მოვიგოთ - ეს არის ის იშვიათი მომენტი, რომელიც კარიერაში ადამიანს შესაძლოა არც მოგეცეს".

აქვე ვთქვათ, რომ NBA-ში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფაჩულია არ უყვართ. გასული სეზონის ფინალურ დაპირისპირებაში მან კავაი ლეონარდს ტრავმა მიაყენა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ ინციდენტს "სან ანტონიოს" მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩიც გამოეხმაურა.

NBA-ში თავის მე-15 სეზონში, ფაჩულია ამბობს, რომ იგი თამაშისგან ისეთ სიამოვნებას იღებს, როგორც არასდროს.

"ყველაზე მეტად თამაშისგან სიამოვნებას ახლა ვიღებ, რაც რა თქმა უნდა, გასული სეზონების და დიდი გამოცდილების დამსახურებაა. შენ უბრალოდ ავსებ კარიერის განმავლობაში შენს რეზიუმეს და ეს შესანიშნავი პროცესია".

ფაჩულიას ასევე სხვა კარგ გუნდებშიც უთამაშია. მაგალითად, "ატლანტა ჰოუქსში", სადაც მისი პარტნიორები ალ ჰარფორდი და ჯო ჯონსონი იყვნენ. მისი პირველი კლუბი NBA-ში 2003-04 წლების სეზონში "ორლანდო მეჯიქი" იყო. იგი ასევე "მილუოკი ბაქსის" და "დალას მავერიქსის" ღირსებასაც იცავდა.

ფაჩულიას თავის პირველ სეზონში "გოლდენ სტეიტში" აშკარად გაუჭირდა. მას მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ პოზიცია და უფრო ნაკლები სათამაშო დროს მისცა, შუა სეზონშიც ნაკლებ სათამაშო დროს აძლევდა, რაზეც ფაჩულია ამბობს:

"პირველი სეზონი ნამდვილად ძალიან რთული იყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია. ნაკლები სათამაშო დრო მეძლეოდა, მაგრამ როდესაც პარკეტზე ვიყავი, ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობის 100% გამომემჟღავნებინა".

როგორც უკვე გითხარით, "გოლდენ სტეიტში" სტივ კერიმ ფაჩულიას სათამაშო როლი შეუცვალა. "უორიორსში" გადასვლამდე იგი საშუალოდ 10 ქულას აგროვებდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 6 ქულამდე დავიდა.  ამის შესახებ კერი ამბობს:

"ჩვენ ლიგაში ბურთი ყველაზე მეტად უნდა ვაკონტროლოთ. ძალიან ბევრი მსროლელი გვყავს. რაც შეეხება ფაჩულიას, ჩვენ გვესაჭიროებოდა კალათბურთელი, რომელიც ზონებს გახსნიდა და ფაჩულიაც ერთ-ერთი ასეთია. იგი დიდებული კალათბურთელია და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთან თამაშობს".

რა შეიძლება ფაჩულიასგან დაამახსოვრდეს გულშემატკივარს? ზაზა ამის შესახებ ამბობს:

"რა დაამახსოვრდება გულშემატკივარს? რა თქმა უნდა, ჩემი გასული წლის ჩემპიონობა. ამის შემდეგ ეგ მომენტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება და დავიწყებას მიეცემა ის ფაქტები, როდესაც ნაკლები სათამაშო დრო გეძლეოდა ან ნაკლებად შედეგიანი იყავი.

ყველას ასევე დაამახსოვრდება საქართველოს დროშა, რომელიც მე მქონდა შემოხვეული - მე ვყვიროდი, როგორც შეშლილი ადამიანი.

ასევე, ყველა ქართველს დაამახსოვრდება ის მომენტი, როდესაც მე ეს ჯილდო საქართველოში ჩავიტანე".

დაბოლოს, როდესაც "გოლდენ სტეიტის" ისტორია დაიწერება, ფაჩულია ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი იქნება", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა ასეთი სპორსმენი რო ხარ და ასეთი სამაყო ქართველი. შეიძლება აწი საქართველოს არასდროს ეღირსოს ეგ ბეჭედი თუმცა იმედია კიდევ გვექნება. მაგრამ ისტორიაში ის ჩაიწერება რო ქართველი იყო ნბა-ს ჩემპიონი .. ეს ძან დიდი შედეგია ამაზე მეტს ამ სფეროში ვერაფერს მიარწევს ვინმე ,, ესეც თუ გაიმეორა ვინმემ ისევ შენ ამ სეზონში. ახალებს კი წარმატებები შენი წყალი გადახსმოდეთ
0
სტატია არაფერზე. არაფერი დიდი - აკინძვა ფაქტების და მარტო.
ამკ
14:11 01-02-2018
2

სიახლეები პოპულარული