ტრავმამორჩენილი მაიკლ დიქსონი თავის გუნდს თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, ფორმა აღიდგინა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ნახევარფინალში დიქსონის “ბაჰჩეშეჰირი” “ახისარ ბელედიეს” შეხვდა და 92:84 სძლია. მაიკლმა 19:19 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მან 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ფინალში, რომელიც 28 იანვარს გახლავთ დაგეგმილი, “ბაჰჩეშეჰირი” “ტურკ ტელეკომს” ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული