ზაზა ფაჩულიამ NBA-ში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის რეგულაურ ჩემპიონატში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა. ფაჩულიამ ამ ნიშნულს "გოლდენ სტეიტისა" და "მინესოტას" შეხვედრაში მიაღწია.

აღნიშნულ მატჩში ქართველმა ცენტრმა მოედანზე, საერთო ჯამში, 16:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ფაჩულია NBA-ში პირველად 2003 წელს, "ორლანდო მექიჯის" შემადგენლობაში გამოჩნდა, რის შემდეგაც "მილუოკის", "ატლანტა ჰოუქსის", ისევ "მილუოკის" და "დალას მავერიქსის" ფორმით ასპარეზობდა.

2016 წლიდან იგი "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წევრია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ზაზას ამ დიდებულ მიღწევას და ვუსურვებ კიდევ მრავალი მატჩი ჩაეტარებინოს მაღალ დონეზე.
Giorgi
14:36 26-01-2018
0

სიახლეები პოპულარული