ზაზა ფაჩულია: ეს ისტორიული მომენტია და ჩვენ ამით ვამაყობთ

AutoSharing Option
24 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 123:112 დაამარცხა.

"უორიორსის" ქართველმა ცენტრმა 14:14 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაჩულია ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"თამაშის პირველი ნახევარი ცოტა უცნაურად დავიწყეთ, თითქოს ენერგია გვაკლდა, მაგრამ მეორე ნახევარში ეს ენერგია დაგვიბრუნდა და კარგი კალათბურთი ვითამაშეთ.

რაც შეეხება ჩემს თამაშს - ძალიან ძნელია, გამორჩეული იყო გუნდში, სადაც კლეი ტომპსონი, სტეფ კარი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ, თუმცა ვფიქრობ, რომ
გრძელი სეზონის განმავლობაში გუნდისთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია.

ჩვენი გუნდიდან ALL STAR-ში 4 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. ეს ისტორიული მომენტია და ვამაყობთ ამით.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული