გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგის ერთ-ერთ ლიდერს 23 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-17 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" ზაგრებში 73:75 დამარცხდა ერთ-ერთ ლიდერთან "ცედევიტასთან".

შესანიშნავად ითამაშა გოგამ: 29:59 წუთში 23 ქულა ჩააგდო (13-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2-ჯერ დაუფარა მოწინააღმდეგეს, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

შედარებისათვის, მის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ზაგრებელმა მუსამ მიითვალა (14).

ეგაა, "მეგა ბიმაქსი" 5 მოგებით მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის მინიმალური შანსი დარჩა, მაგრ
ამ მთავარია 18 წლის უდავოდ ნიჭიერი ქართველი კალათბურთელისთვის ამ გუნდში თამაში კარგი ტრამპლინია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა კაი ბიჭია,იოკიჩს ვამსგავსებ, მაგრად უმატებს..დიქსონზე დაწერეთ რამე თურქეთში მომად ხოარ გაყიდეს..
Chaachi
09:56 21-01-2018
2

სიახლეები პოპულარული