სანდრო მამუკელაშვილმა "ჯორჯთაუნთან" მატჩი უქულოდ დაასრულა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “ბიგ ისთის” კონფერენციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. “მეკობრეებმა” ნიუარკში “ჯორჯთაუნის” უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და 74:61 დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 5 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილმა 1 სამქულიანი ააცილა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 1 დაფარებით დაასრულა. “სეტონ ჰოლს” 19-19 ქულით დეიზი როდრიგესმა და მაილს პაუელმა ულიდერეს, ეინჯელ დელგადოს ანგარიშზე კი 11 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.

4 მოგებითა და 1 მარცხით “სეტონ ჰოლი” “ვილანოვასთან” ერთად “ბიგ ისტის” კონფერენციას ლიდერობს. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს 18
იანვარს, სტუმრად “კრეიტონთან” ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული