ერიჰა! - დავით ხოჭოლავა შეიძლება "მარიუპოლში" გააიჯარონო

AutoSharing Option
ყურადღებით ვადევნებთ 24 წლის ქართველი ცენტრალური მცველის დავით ხოჭოლავას თამაშებს თვალს და ვგულშემატკივრობთ, ეგებ "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს და ნაკრებსაც უფრო გამოადგეს, იმედი გვაქვს, ეგებ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რომასთან" მოუწიოს ასპარეზობა და ამ დროს უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რადგან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, არაა გამორიცხული, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "მარიუპოლში" გაუშვან იჯარითო.

მოკლედ, "სტადიო ოლიმპიკოს" ნაცვლად შეიძლება უკრაინის ჩემპიონატზე მე-7 ადგილზე მყოფი გუნდის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის სტადიონზე მოუწიოს სეზონის ბოლომდე თამაში. "შახტარი" 15 იანვარს ანთალიაში მიემგზავრება შეკრებაზე (2009
წლიდან მოყოლებული ნაახალწლევს ყოველთვის იქ ემზადებიან) და ვნახოთ, იახლებს თუ არა მწვრთნელი პაულო ფონსეკა თან ქართველ ლეგიონერს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
eri haa magari iko)))shakhtaris donis fexburteli argvkavs sakartveloshi ver xvdebit )))) izaxet axla eri haaa))))
1
სიახლეები პოპულარული