Cbssports.com: ზაზა ფაჩულიას უჩვეულო როლი "კლიპერსთან" მატჩში

AutoSharing Option
ამერიკულმა საიტმა cbssports.com-მა "კლიპერსთან" შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას ასპარეზობას მცირე სტატია მიუძღვნა.

"კევინ დურანტს თუ არ ჩავთვლით, ფაჩულია იყო ერთადერთი მოთამაშე, რომელიც "უორიორსიდან" 10-ქულიან ზღვარს ასცდა. ამის გამომწვევი მიზეზი კი ალბათ წამყვანი მოთამაშეების არყოფნა იყო.

ტრავმის გამო ვერ თამაშობდა სტეფ კარი, ასევე ისვენებდა კლეი ტომპსონი.

ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ფაჩულიას, როგორც წესი, სროლა და ბევრი ქულის დაგროვება არ ევალება, როდესაც ძირითადი ხუთეულის ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა.

თუმცა, ამ შეხვედრაში ეს სხვანაირად იყო და
ფაჩულიას ასეთი მაჩვენებლის დაფიქსირებაც ალბათ ამ ფაქტმა გამოიწვია", - ნათქვამია სტატიაში.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული