კლეი ტომპსონი: შეხედეთ, ზაზა ჩემგან სწავლობს, როგორ უნდა თამაში

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელები, ზაზა ფაჩულია და კლეი ტომპსონი სოციალური ქსელის მეშვეობით ერთმანეთს ხშირად ეხუმრებიან.

"ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამარჯვების შემდეგ ტომპსონმა "ინსტაგრამზე" ფოტო ატვირთა, სადაც თვითონ ბურთს აგდებს, ზაზა კი უკან უდგას და უყურებს.

ტომპსონმა დაწერა:

"შეხედეთ, ზაზა ჩემგან სწავლობს, როგორ უნდა თამაში".

Sportall.Ge

ამ მატჩში ტომპსონმა საკუთარ ანგარიშზე 10 ქულა ჩაიწერა.

ტომპსონს არც ფაჩულია ჩამორჩა და მან სურათზე შემდეგი კომენტარი დაწერა:

"ეს ერთადერთი ნათელი რამაა, რაც ამ მატჩში გააკეთე, მაგრამ მაინც ჩემი ბიჭი ხარ".

აღნიშნული მატჩი კი ფაჩულიამ 4 ქულით დაამთავრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული