Eurobasket.com-მა თორნიკე შენგელია 2017 წლის საუკეთესოებში შეიყვანა

AutoSharing Option
ევროპის ყველაზე გლობალურმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com-მა 2017 წელი შეაჯამა.

საიტმა გამოავლინა საუკეთესო მოთამაშეები და ხუთეულები, სადაც ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია საკმაო დოზით ფიგურირებს.

საუკეთესონი ევროპაში მოთამაშეთაგან
2017 წელს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელად სერბი ბოგდან ბოგდანოვიჩი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს ევრობასკეტზე ვერცხლი მოუტანა, ხოლო "ფენერბაჰჩეს" – ევროლიგა მოაგებინა. იგი ამჟამად "საკრამენტოს" ღირსებას იცავს.

ბოგდანოვიჩთან ერთად ევროპაში მოთამაშეთა პირველ ხუთეულში მოხვდნენ: ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ნანდო დე კოლო (საფრანგეთი), გეორგიოს პრინტეზისი (საბერძნეთი), ეკპე ადო (ნიგერია/აშშ).

ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროპაში მოთამაშეთა მეორე ხუთეულში მოხვდა:
მილოშ ტეოდოშიჩი (სერბეთი), კეიტ ლენგფორდი (აშშ), ალექსეი შვედი (რუსეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო) და იან ვესელი (ჩეხეთი).

ევროპის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი ძველი ნაცნობი იგორ კოკოშკოვი დასახელდა.

საუკეთესონი ევროპა+NBA
2017 წლის საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი სლოვენიის ნაკრების ლიდერი გორან დრაგიჩი გახდა.

სიმბოლური ნაკრები: გორან დრაგიჩი (სლოვენია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), იანის ანტეტოკუმპო (საბერძნეთი), კრისტაპს პორზინგისი (ლატვია), რუდი გობერი (საფრანგეთი).

მეორე სიმბოლური: დენის შრიოდერი (გერმანია), ევან ფურნიე (საფრანგეთი), ნანდო დე კოლო (საფრანგეთი), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), მარკ გასოლი (ესპანეთი).

ასევე, შედგა საპატიო ათეული, სადაც თორნიკე შენგელია ისეთ ვარსკვლავებთან ერთადაა, როგორებიც არიან: ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა ბატუმი, ნიკოლა ვუჩევიჩი, იან ვესელი, ნიკოლა მიროტიჩი, იონას ვალანჩუნასი, პაუ გასოლი, დარიო სარიჩი, მილოშ ტეოდოშიჩი, ალექსეი შვედი.

როგორც ხედავთ, ამ ათეულიდან მხოლოდ შენგელია და შვედი არ არიან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბინადარნი. საქმე ისე მიდის, მომავალი სეზონიდან თოკოც შეუერთდება ევრო-NBA-ელთა მრავალრიცხოვან თანავარსკვლავედს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კეიტ არა ჯესიკა ლანგფორდი :)) ქის/ქით ლანგფორდი
odala
15:09 09-01-2018
1
დარწმუნებული ვარ, თორნიკე მალე ითამაშებს ნბა-ში და იქაც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება!
ILIA
14:04 09-01-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული