თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ვალენსიას" სძლია

AutoSharing Option
ესპანეთის პირველობის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" დაძაბულ ბრძოლაში შინ 78:74 დაამარცხა "ვალენსია" და 9 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 14 იანვარს გასვლაზე "ტენერიფეს" ხვდება.

თორნიკემ 22:35 წუთში 9 ქულა ჩააგდო (9-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

20 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მისი თანაგუნდელი ჯეისონ გრაგნერი იყო, "ვალენსიადან" კი უილ ტომასი (15).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული