მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" "ბრინდიზისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" სახლში 73:77 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბრინდიზისთან".

შეხვედრაში გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 10 ქულით მოიგეს.

მანუჩარი 31 წუთში თავის გუნდს 6 ქულით შეეწია (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო..

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 27 ქულით მისი თანაგუნდელი რაიტი გახდა, ხოლო სტუმართაგან ყველაზე მეტი ქულა, 15 სმიტმა ჩააგდო.

"რეჯიო ემილია" სატურნირო ცხრილში 5 მოგებით მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული