გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და MVP ადრიატიკის ლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინებულად თამაშობს ადრიატიკის ლიგაზე "მეგა ბიმაქსის" ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე, რომელმაც წინა ტურში მონტენეგროს "მორნართან" 20 ქულა მიითვალა, დღეს კი ლიუბლიანაში "ოლიმპიასთან" მოგებულ მატჩში (76:69) ორმაგი დუბლით გამოირჩა.

მან 23:18 წუთში 12 ქულა ჩააგდო (5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (25) ბითაძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.

15 ტურის შემდეგ "მეგა ბიმაქსი" სატურნირო ცხრილში 5 მოგებით მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული