ზაზა ფაჩულიამ ყოფილ გუნდს 7 ქულა ჩაუგდო, "გოლდენ სტეიტმა" კი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
4 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად "დალასს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 125:122 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი "უორიორსში" სწორედ "დალასიდან" გადავიდა.

ფაჩულია ყოფილ გუნდთან მატჩში, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 11.54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 ჯარიმა ჩააგდო.

  • ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და მომენტები "დალასთან" მატჩში

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ
კარიმ ჩააგდო. კარის შემდეგ საუკეთესოები ქულებში კლეი ტომპსონი და კევინ დურანტი გახდნენ, რომლებმაც 25-25 ქულა მიითვალეს, ხოლო დურანტმა ამას 11 მოხსნაც მიამატა.

ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 18 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა აქტივში.

  • დალასი-გოლდენ სტეიტი 122:125

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 38 მატჩში 30 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა. ოკლენდელები კვლავაც ლიდერობენ დასავლეთ კონფერენციას.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 5 იანვარს, სტუმრად "ჰიუსტონ როკეტსთან", ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები კი ასე დასრულდა:

ლეიკერსი-ოკლაჰომა 96:133
დენვერი-ფინიქსი 134:111
იუტა-ნიუ ორლეანი 98:108
ბოსტონი-კლივლენდი 102:88
ჩიკაგო-ტორონტო 115:124
მილუოკი-ინდიანა 122:101
ბრუკლინი-მინესოტა 98:97
მაიამი-დეტროიტი 111:104
ორლანდო-ჰიუსტონი 98:116
ფილადელფია-სან ანტონიო 112:106
ვაშინგტონი-ნიუ იორკი 121:103
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზა რომ არ ყავდეს გოლდენ სტეიტს ნეტავი რა ეშველებოდათ.
mikuna
16:09 04-01-2018
1
მერე და რაა 7 ქულა.
კოტე
14:38 04-01-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული