ზაზა ფაჩულია ჯორდან ბელს: ისწავლე მსაჯების სახელები!

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა Mercurynews.com ზაზა ფაჩულიასა და ჯორდან ბელზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

ქართველი კალათბურთელი უკვე 15 წელია NBA-ში თამაშობს და გუნდის ახალწვეულები მისგან ბევრს სწავლობენ. Mercurynews-ის ამბავი ზუსტად ამაზეა:

"ჯორდან ბელი ყველაზე იღბლიანი ახალწვეულია.

ის ვარსკვლავურ შემადგენლობაში, NBA-ს ჩემპიონებთან, All-Stars-ის წევრებთან, MVP-ის ორ გამარჯვებულთან - სტეფ კარისა და კევინ დურანტთან ერთად თამაშობს.

მას ყველა მხრიდან რჩევები ესმის და ასევე, გუნდის სასტარტო ცენტრისგან, ზაზა ფაჩულიასგან.

სეზონისწინა მოსამზადებელ მატჩზე ფაჩულიამ შენიშნა, რომ ბელმა ერთ-ერთ მსაჯ ref-ით  (refferee-ს შემოკლებული ფორმა) მიმართა, იმის მაგივრად, რომ მისთვის
სახელით მიემართა. ფაჩულიამ მომენტალურად შეუსწორა 22 წლის ახალგაზრდას.

"მე ვუთხარი, რომ მათი სახელები უნდა ისწავლოს, - თქვა ფაჩულიამ. - ისინი კარგი ადამიანები არიან და ისინი ამას აფასებენ".

ბელმა ვეტერანის სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა და შემდეგ თავად ფაჩულიას ჰკითხა.

"ორი-სამი მატჩის შემდეგ მან მკითხა: "მითხარი მსაჯების სახელები, იცი?" - მე ვუთხარი: "რა თქმა უნდა, ვიცი, უკვე 15 წელია ამ ლიგაში ვთამაშობ".

მიუხედავად იმისა, რომ ფაჩულია შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რომ ბელმა მისი რჩევა გაითვალისწინა, მან აღნიშნა, რომ ახალწვეულს შესაძლოა ცუდი განზრახვაც ჰქონდა.

"მან შეისმინა ჩემი რჩევა, მაგრამ ცდილობდა, შემდეგ სამაგიერო გადაეხადა, რომ ცუდად გამოვჩენილიყავი, - იხუმრა ფაჩულიამ. - მას ეგონა, რომ არ ვიცოდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული