თორნიკე შენგელია ესპანეთში მე-100 შეხვედრას მადრიდის "რეალთან" ჩაატარებს!

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია დღეს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-100 შეხვედრას ჩაატარებს.

ქართველი კალათბურთელის "ბასკონია" საკუთარ დარბაზში მადრიდის "რეალს" მიიღებს.

26 წლის ქართველს ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, როდესაც "ვალენსიას" რიგებში ასპარეზობდა.

შემდეგ იყო ბელგიის ჩემპიონატში გატარებული პერიოდი, 2012 წლიდან კი NBA.

2014 წლიდან შენგელია "ბასკონიას" რიგებში ასპარეზობს და ამ კლუბის მაისურით უკვე მეოთხე სეზონს ატარებს.

გასულ 99 შეხვედრაში კი ქართველი, საშუალოდ, 10,4 ქულას და 4,3 მოხსნას აგროვებდა.

მიმდინარე სეზონში შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მსროლელებს შორის მეორე ადგილს იკავებს, საუკეთესო ასისტენტებში კი
მესამე პოზიცია უკავია.

შენგელიასთან ერთად დღეს ესპანეთის ჩემპიონატში მე-100 შეხვედრას კიდევ ერთი კალათბურთელი, მადრიდის "რეალის" სლოვენიელი ლეგიონერი ლუკა დონჩიჩიც ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული