გიორგი შერმადინის 9 ქულა და "უნიკახას" გამარჯვება "ვალენსიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის მალაგას "უნიკახამ" სახლში ერთ-ერთი ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა 74:67 და 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

გიორგიმ 16:42 წუთში 9 ქულა ჩააგდო (4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.

მისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ნემანია ნედოვიჩი იყო, ხოლო სტუმართა გუნდიდან ასევე 14-14 ქულა სემ ვან როსომმა და რაფა მარტინესმა ჩააგდეს.

დღეს თორნიკე შენგელიას "ბასკონია" გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული