ნიკა ცქიტიშვილმა "ბიბლოსში" დებიუტი 11 ქულით აღნიშნა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა ცქიტიშვილი ლიბანურ "ბიბლოსში" გადავიდა. ქართველი ფორვარდისთვის ლიბანის პირველობა საკმაოდ ნაცნობია - 3 სეზონი ცქიტიშვილს ამ ქვეყნის ერტ-ერთ საუკეთესო კლუბ "ჩემპვილში" გაუტარებია.

ცქიტიშვილის ახალი გუნდი ლიბანის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია. 13 ტურის შემდეგ ბიბლოსელებს მხოლოდ 2 მოგება აქვთ და 10-გუნდიანი ტურნირის ცხრილში, ბოლოსწინა ადგილზე არიან. გასულ ტურში ცქიტიშვილის დებიუტი შედგა. "ბიბლოსი" ჩემპიონატის ლიდერ "ჰომენეტმენს" ესტუმრა და 68:91 წააგო.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი და
3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბიბლოსი" მომდევნო მატჩს 6 იანვარს "ბეირუთის" წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც 6 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული