ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეტიმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა.

"უორიორსმა" "შარლოტს" უმასპინძლა და ანგარიშით 100:111 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 13:56 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიას ქულა არ ჩაუგდია, ბურთი კი 7-ჯერ მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაკარგვა ჰქონდა. ზაზამ 2-ჯერ ისროლა კალათის მიმართულებით და ორივეჯერ ააცილა.

სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა დუაიტ ჰოვარდს, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა და 7 პასი მიამატა.

კევინ დურანტმა
27 ქულა მიითვალა, ხოლო კლეი ტომსპონმა 24. დრეიმონდ გრინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, მაგრამ არა ქულების დახმარებით. დრეიმონდმა 16 პასი და 11 მოხსნა დააგროვა, რასაც 8 ქულა მიამატა.

წაგების მიუხედავად "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში 28 მოგებითა და 8 წაგებით მიანც პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 31 დეკემბერს შინ "მემფისთან" ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-კლიპერსი 106:121
საკრამენტო-ფინიქსი 101:111
ჩიკაგო-ინდიანა 119:107
მაიამი-ბრუკლინი 87:111
ნიუ ორლეანი-დალასი 120:128
ოკლაჰომა-მილუოკი 95:97
ტორონტო-ატლანტა 111:98
ვაშინგტონი-ჰიუსტონი 121:103
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული