კალათბურთი

ლეგიონერები

ამერიკული პრესა: "მილუოკი" ზაზა ფაჩულიას დაბრუნებას ცდილობს

AutoSharing Option
ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა ფაჩულია შესაძლოა "მილუოკიში" დაბრუნდეს.

მას შემდეგ, რაც გრეგ მონრო "ფინიქსში" გადავიდა, "ბაქსს" ცენტრის პოზიციაზე პრობლემა შეექმნა და ამის მოგვარებას ქართველი კალათბურთელის ტრეიდით ეცდება.

გავრცელებული ცნობით, "მილუოკის" "გოლდენ სტეიტიდან" ფაჩულიას ან ჯავალ მაკგის გადაყვანა სურს.

თუმცა, როგორც ამერიკულ საიტებზე იწერება, "უორიორსი" უფრო დაცვით მოთამაშეს, როგორიც ფაჩულიაა, ნაკლებად დათმობს.

ამიტომ უფრო სავარაუდო მაკგის ტრანსფერი ხდება.

"მრავალმა წყარომ დაადასტურა, რომ "მილუოკის" ფაჩულიას ან მაკგის დამატება სურს. 

თუმცა ამერიკელის ტრეიდი უფრო სავარაუდოა, რადგან მას შემდეგ, რაც "უორიორსში" ჯორდან
ბელი გადავიდა, მაკგის უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითაც იგი ძალიან უკმაყოფილოა.

ეს მის "მილუოკიში" ტრანსფერის ალბათობას უფრო ზრდის", - განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა მარკუს ტომპსონმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია "მილუოკის" ღირსებას 2013-15 წლებში უკვე იცავდა.
ასევე დაგაინტერესებთ