გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" "ცრვენა ზვეზდასთან" 5 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-13 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლიდერს "ცრვენა ზვეზდას", თუმცა მაინც დამარცხდა 85:90 და 4 მოგებით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.

გოგა 19 წუთში თავის გუნდს 7 ქულით (3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნით და 1 ჩაჭრით შეეწია და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მე-5 პერსონალური მიიღო.

"მეგა ბიმაქსიდან" 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ლაზიჩი იყო, ხოლო შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი არმიელი ფელდინი გახლდათ(24).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული