შენგელიამ ისევ ბრწყინვალედ ითამაშა და "ბასკონიას" "ბარსელონა" დაამარცხებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში პირველი ტაიმი 17 ქულით მოუგო "ბარსელონას", მეოთხე პერიოდის დასაწყისშიც კი ამდენივე ქულით იყო წინ, მაგრამ შემდეგ რაღაც დაემართათ, კატალონიური გუნდი დაწინაურდა და მხოლოდ მატჩის დასასრულს მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება 85:82.

კვლავ ჩინებულად იასპარეზა თორნიკემ, რომელმაც 29:28 წუთში 24 ქულა ჩააგდო (აქედან 20 შესვენებამდე). მან 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. ამას გარდა, 6-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი
გადაცემა და 2 დაფარება განახორციელა და არც ერთი პერსონალური არ მიუღია.

eurohoops.net-ი აღნიშნავს, რომ "ბასკონია" თამაშს 25 ქულით იგებდა, საქმე მოთავებულად ჩათვალა, კინაღამ თვითმკვლელობა ჩაიდინა და შეხვედრის ბოლოს ზუსტი ტყორცნებით თოკომ გადაარჩინა.

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-9 ადგილზეა და შემდეგ ტურში, 29 დეკემბერს ლიდერს, ცსკა-ს მასპნძლობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ კაცს შეუძლია ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი გახდეს. ვუსურვებ წარმატებებს.
მერაბი-1960
11:04 26-12-2017
0
მაგარი კომენტატორია, შენგელია, ოოოო ტო-კოოოოო.
გამიხარდა. კარგ ფორმაშია მართლა.
0

სიახლეები პოპულარული