გოგა ბითაძემ "ციბონას" 9 ქულა ჩაუგდო, მაგრამ მისი "მეგა ბიმაქსი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-12 ტურში ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" ზაგრებში დამარცხდა "ციბონასთან" 93:95.

ერთ დროს ძლიერი "ციბონა" ამჟამად საშუალოზე დაბალი ევროპული კლასის გუნდია და მის თამაშებზე გულშემატკივრები არ დადიან. დიდი კალათბურთელის დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის 5 400-იანი დარბაზი ამჯერადაც ფაქტიურად ცარიელი იყო და მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს ბელგრადულ გუნდს.

ბითაძე "მეგა ბიმაქსს" 25:47 წუთში 9 ქულით შეეწია (8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო. 26 ქულით მატჩის
ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მისი თანაგუნდელი მუშიდი იყო, ხოლო "ციბონადან" მელვინი (20).

"მეგა ბიმაქსი" სატურნირო ცხრილში 4 მოგებით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული