მაიკლ დიქსონმა სადებიუტო შეხვედრაში 26 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონმა თურქეთის მე-2 ლიგაში ბრწყინვალე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 16 დეკემბერს საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა პირველად ითამაშა "ბაჰჩეშეჰირის კოლეჯის" შემადგენლობაში და თავის გუნდს "ისთანბულსფორის" ძლევაში დაეხმარა.

ბაჰჩეშეჰირელებმა შეხვედრა 82:72 მოიგეს. დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 26 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მაიკლმა 10-დან 5 ორქულიანი, 9-დან 4 სამიანი 5-დან 4 საჯარიმო მიითვალა. დიქსონი ალბათ მეტსაც ითამაშებდა, 5 პერსონალური რომ არ მიეღო.

7 მოგებითა და ამდენივე მარცხით "ბაჰჩეშეჰირი" 18-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზეა და მომდევნო
მატჩს 23 დეკემბერს, სტუმრად მეხუთეადგილოსან "ბანდირმასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუჭირდებოდა.
სოსო
14:56 18-12-2017
0
Dixona upro meti qartveli agmochnda vidre zogiertebi nakrebis tamasidan 5e dges rom aqvt tamasi da nakrebs ar kadruloben araa scori
Kaxa
09:21 18-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული