გიორგი შერმადინის 7 ქულა და "უნიკახას" დამარცხება "იბეროსტართან"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გიორგი შერმადინის მალაგას "უნიკახა" ტენერიფეში 77:81 დამარცხდა "იბეროსტართან".

გიორგიმ მხოლოდ 12:50 წუთი ითამაშა, 7 ქულა ჩააგდო (2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო), არც ერთი ბურთი არ მოუხსნია და 2 პერსონალური მიიღო.

მისი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი ოგუსტინი იყო, ხოლო "იბეროსტარიდან" ვასილეადისი (11).

"უნიკახა" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული