თორნიკე შენგელია "ბასკონიას" "ეფესის" დამარცხებაში 17 ქულით დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-12 ტურში მეტად დაძაბულ ბრძოლაში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტამბულში ბოლო წამებზე 82:81 დაამარცხა "ანადოლუ ეფესი" და სატურნირო ცხრილში 6 მოგებით მე-9 ადგილზეა.

შეგახსენებთ, 16-გუნდიან ტურნირზე შემდეგ ეტაპზე 8 გუნდი გადის.

თორნიკემ 29:10 წუთში 17 ქულა ჩააგდო (6-დან 6 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1 პერსონალური მიიღო.

შენგელია თავისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 21 ქულით მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი ერიკ მაკოლუმი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ თოკო, სულ წარმატებები გქონოდეს დამდეგ ახალ წელს.
gizog
12:07 16-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული