კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულია "ლეიკერსთან" მატჩში დაბრუნდება

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ''გოლდენ სტეიტმა'' მორიგი შეხვედრა ქართველი ცენტრის გარეშე მოიგო. კალიფორნიელებმა დღეს, გამთენიისას, საკუთარ დარბაზში ''დალასი'' 112:97 დაამარცხეს.


ფაჩულია გუნდის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

ამერიკულ საიტებზე გავრცელებული ინფორმაციით, ფაჩულიას არყოფნის მიზეზი ბოლოდროინდელი ტრავმაა. ამიტომ გუნდის მწვრთნელმა სტივემ ქერიმ იგი დაასვენა.

სავარაუდოდ, ფაჩულია კლუბს 19 დეკემბერს დაუბრუნდება, როდესაც ''უორიორსი'' გასვლით შეხვედრაში ''ლეიკერსს'' დაუპირისპირდება.

ფაჩულიას უკვე ზედიზედ 3 მატჩში არ უთამაშია.

ასევე დაგაინტერესებთ