გიორგი შერმადინის 15 ქულა და "უნიკახას" გამარჯვება "სარაგოსასთან"[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ACB-ს მე-11 ტურში ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის "უნიკახამ" სტუმრად გაანადგურა "სარაგოსა" - 102:77. მატჩს 7 354 მაყურებელი დაესწრო.

გიორგიმ 22:36 წუთში 15 ქულა ჩააგდო (6-დან 4 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო) და 4-ჯერ მოხსნა ბურთი.

მისი გუნდიდან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ნემანია ნედოვიჩი იყო, ხოლო "სარაგოსადან" - მიხალ მიხალიკი, რომელმაც ასევე 17 ქულა მიითვალა.

"უნიკახა" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიიიდეეეეოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
lado
12:19 11-12-2017
0

სიახლეები პოპულარული