მაიკლ დიქსონი თურქეთის მე-2 ლიგაში მიდის?

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონმა 4 თვის შემდეგ, სტრასბურგი დატოვა და ქართველი კალათბურთელი თავისუფალი აგენტია. უკვე აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერის მომავალი კლუბი "ბაჰჩესეჰირ კოლეჯი" იქნება.


ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელებში ჟურნალისტი დავიდ პიკი წერს, რომ დიქსონმა თურქული კლუბისგან 250 000 $-იანი შეთავაზება მიიღო.

რაც შეეხება "ბაჰჩესეჰირს" ის ასპარეზობს თურქეთის რანგით მე-2 ლიგაში და მე-10 პოზიციაზეა.

როგორც ცნობილია ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული და ვიმედოვნოთ, რომ ის ამ დონის გუნდში არ გააგრძელებს კარიერას.
მკითხველის კომენტარები / 12 /
იმდენი ვიძახეთ ნაღდი ქართველიაო, რომ აგე... დაამტკიცა DDDDDDDD
korben dallas
12:37 10-12-2017
0
ძნელი დასაჯერებელია
სოსო
10:31 10-12-2017
0

სიახლეები პოპულარული