მაიკლ დიქსონის 9 ქულა და "სტრასბურგის" გამარჯვება "შოლესთან"

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მაიკლ დიქსონის "სტრასბურგმა" სახლში "შოლე" გაანადგურა 88:54 და სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-6 ადგილზეა.

დიქსონმა 20:14 წუთში 9 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ორჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი და ერთი პერსონალური მიიღო.

მისი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ლაბეირი იყო, ხოლო "შოლედან" კატესი (13).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული