ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა "შარლოტთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას თამაში "გოლდენ სტეიტში" "შარლოტთან" საეჭვოა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს მარცხენა მხრის ტკივილი აწუხებს.

"უორიორსი" 7 დეკემბერს, გამთენიისას, გასვლით შეხვედრაში "შარლოტ ჰორნეტს" დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ ზაზა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მის ადგილს ჯაველ მაკგი ან ჯორდან ბელი დაიკავებს. შესაძლებელია, ცენტრის პოზიციაზე იასპარეზოს დრეიმონდ გრინმა.

ფაჩულიამ თავისი გუნდის წინა შეხვედრა უკვე გამოტოვა, სადაც კალიფორნიელებმა "ნიუ ორლეან პელიკანსი" 125:115 დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული