ზაზა ფაჩულიამ სეზონის პირველი მატჩი გამოტოვა, "უორიორსმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "ნიუ ორლეანთან" მატჩი გამოტოვა.

ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც ქართველ ცენტრს 4 დეკემბრის შემდეგ აწუხებს. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ფაჩულიას მარცხენა მხრის ტკივილი აქვს და მისი თამაში "პელიკანსთან" სწორედ ამიტომ გამოირიცხა.

როდის დაბრუნდება ზაზა, ჯერჯერობით უცნობია.

ამასობაში "პელიკანსთან" მატჩში ფაჩულიას ადგილი სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგიმ დაიკავა.

რაც შეეხება მატჩს, "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" სტუმრად ანგარიშით 125:115 მოუგო.


მასპინძლებს ენტონი დევისი არ ჰყავდათ, თუმცა ჯრუ ჰოლიდეიმ "პელიკანსს" მატჩში
ყველაზე მეტი, 34 ქულა მოუტანა.

სტეფ კარიმ 31 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა 22 ქულა მიითვალა, ხოლო კევინ დურანტმა - 19. ასევე 19 ქულა ჩააგდო დრეიმონდ გრინმა.

ამ მატჩის შემდეგ "უორიორსს" 19 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზე არიან.

მომდევნო მატჩს "გოლდენ სტეიტი" 7 დეკემბერს, სტუმრად "შარლოტთან", ჩვენი დროით 07:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

იუტა-ვაშინგტონი 116:69
დალასი-დენვერი 122:105
სან ანტონიო-დეტროიტი 96:93
ჩიკაგო-კლივლენდი 91:113


მემფისი-მინესოტა 95:92
ატლანტა-ბრუკლინი 90:110
ბოსტონი-მილუოკი 111:100


შარლოტი-ორლანდო 104:94
ინდიანა-ნიუ იორკი 115:97
ფილადელფია-ფენიქსი 101:115
მკითხველის კომენტარები / 3 /
დღეს ჩაექსტაზებულს სააკაშვილი არ გეყო და ზაზას მაინც გადაწვდი არა იოსკა ქათამაძევ.
პუტინის ცანცარა ტროლო
17:56 05-12-2017
2
არანაირი ტრავმა ფაჩულიას არ აწუხებს.უბრალოდ ძალიან მაგრად ათამაშდა და მწვრთნელმა დაბლოკა.შეეშინდა,შარშანდელივით საუკეთესო არ გახდეს გუნდში და ბრძენმა ქართველმა ერმა ისევ მილიონობით ხმა არ მისცეს ოლ სტარის არჩევნებშიო.
vaxo
15:33 05-12-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული