კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულიას მორიგი გამორჩეული შეხვედრა "ნიუ ორლეანთან" [VIDEO]

AutoSharing Option

26 ნოემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" უმასპინძლა და ანგარიშით 110:95 დაამარცხა.

ოკლენდელებს კვლავ ვერ ეხმარებოდა კევინ დურანტი.

ზაზა ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 19 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 9-დან ოთხი 2-ქულიანი ჩააგდო და 4-დან ორი ჯარიმა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, ხოლო კლეი ტომსპონმა 24 ქულა.

"უორიორს" 15
მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეორე ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 ნოემბერს შინ "საკრამენტოსთან" ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ჰორნეტსი-სპურსი 86:106
ფილადელფია-ორლანდო 130:11
უიზარდსი-პორტლენდი 105:108
ატლანტა-ტორონტო 78:112
ჰიუსტონი-ქნიქსი 117:102
ინდიანა-ბოსტონი 98:108
დალასი-ოკლაჰომა 97:81
იუტა-მილოუკი 121:108
საკრამენტო-კლიპერსი 95:97


ასევე დაგაინტერესებთ