თორნიკე შენგელიას 16 ქულა და "ბასკონიას" გამარჯვება "ცრვენა ზვეზდასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით ესპანურმა "ბასკონიამ" სერბეთში "ცრვენა ზვეზდას" სძლია.

ბასკური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ვიტორიელებს დაძაბულ ბრძოლაში - 85:81 მოაგებინა.

შენგელიას 28 წუთში თამაშიდან ტყორცნა არ გაუცუდებია - 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 5-დან 4 საჯარიმო მიამატა და 16 ქულამდე ავიდა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 4 მოხსნა და 2 პასია.

ბასკებიდან თორნიკეზე მეტი მხოლოდ გერმანელმა ვოიტმანმა ჩააგდო - 17. მატჩის ბომბარდირი კი მასპინძელი ლესორტი გახდა - 19.

4 მოგებითა და 5 მარცხით "ბასკონია" 16-გუნდიან
ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბასკონიელები 30 ნოემბერს, შინ, "ფენერბაჰჩესთან" ჩაატარებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამბობთ რომ თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშიო მარა მისი თამაში არ ჩანს მოცემულ ვიდეოში და გთხოვთ რო ეს გაითვალისწინოთ რაც შეეხება თოკოს იგი მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება და ვუსურვებ ასევე წარმატებით გამოსვლას შემდეგ თამაშებში
fani
16:38 24-11-2017
0
თოკო შენ ხარ ქართული სპორტის სიამაყე
nykri
15:50 24-11-2017
0

სიახლეები პოპულარული