თორნიკე შენგელიას 19 ქულა და "ბასკონიას" დამაჯერებელი გამარჯვება "ჟალგირისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს, ევროლიგის მე-8 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" კაუნასში "ჟალგირისი" დაამარცხა 97:77.

"ბასკონიამ" პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო, 22 ქულით, მესამე მეოთხედში მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს, მეოთხე პერიოდის დასაწყისში მხოლოდ 10 ქულას აგებდნენ, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა ისევ მოიპოვეს უპირატესობა და 20 ქულით გაიმარჯვეს.

შენგელიამ 27:23 წუთში 19 ქულა ჩააგდო (7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო), რვაჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ოთხჯერ დაკარგა ბურთი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

თორნიკეს დარად 19 ქულა აიღო მისმა თანაგუნდელმა როდრიგ ბობუამ,
ხოლო ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 20 ქულით კაუნასელი პაულიუს იანკუნასი იყო.

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 3 მოგებით მე-11 ადგილზეა და მორიგ ტურში, 23 ნოემბერს ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თოკოს და მანოს მომენტები დადეთ რა
dato
10:23 17-11-2017
0
დადეთ რა ჩვენი კალათბურთელების კოლაჟები რა გაახურეთ საქმე, მეტი ყურადღება კალათბურთს.
gigi
09:32 17-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული