სენსაცია - თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" "რეალი" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
14 ნოემბერს, ევროლიგის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის "რეალი" გაანადგურა 105:75.

მასპინძლები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და ოთხივე პერიოდი მოუგეს მრისხანე მეტოქეს.

შენგელიამ 14:39 წუთში 7 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო), სამჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მისი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი როდრიგ ბობუა იყო, ხოლო ბლანკოსიდან ლუკა დონჩიჩი (18).

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 2 მოგებით მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული