"გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მე-7 მოგება და ზაზა ფაჩულიას 4 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და ანგარიშით 110:100 დაამარცხა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 13 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 8 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა, ორი მცდელობიდან ორივე 2-ქულიანი ჩააგდო.

"უორიორსს" სტეფ კარი არ ჰყავდა. მისი ადგილი სასტარტოში შონ ლივინგსტონმა დაიკავა. ლივინგსტონის ანგარიშზე საბოლოოდ 16 ქულა დაგროვდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. დრეიმონდ გრინმა 20 ქულა მიითვალა.

"ორლანდო მეჯიქში"
საუკეთესო 20 ქულით ნიკოლა ვუჩევიჩი იყო.

11 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 17 ნოემბერს სტუმრად, ჩვენი დროით 05:00 საათზე "ბოსტონთან" გამართავს.

სხვა მატჩები:

კლიპერსი-ფილადელფია 105:109
პორტლენდი-დენვერი  99:82
ფენიქსი - ლეიკერსი 93:100
იუტა-მინესოტა 98:109
მილოუკი ბაქსი-მემფის გრიზლი 110:103
პელიკანსი-ატლანტა 106:105
ნიუ იორკ ნიქსი-კლივლენდ კავალიერსი 101:104
უიზარდსი-საკრამენტო 110:92
14.11. 07:30 Golden State Warriors Orlando Magic 110 : 100

14.11. 07:30 Los Angeles Clippers Philadelphia 76ers 105 : 109

14.11. 07:00 Portland Trail Blazers Denver Nuggets 99 : 82

14.11. 06:00 Phoenix Suns Los Angeles Lakers 93 : 100

14.11. 06:00 Utah Jazz Minnesota Timberwolves 98 : 109

14.11. 05:00 Milwaukee Bucks Memphis Grizzlies 110 : 103

14.11. 05:00 New Orleans Pelicans Atlanta Hawks 106 : 105

14.11. 04:30 New York Knicks Cleveland Cavaliers 101 : 104

14.11. 04:00 Washington Wizards Sacramento Kings 110 : 92
მკითხველის კომენტარები / 2 /
ირონია არაა, იუმორია - შეცდომები ხდება ხოლმე. წარმატებები ;-)
0
ატალანტა არა იუვენტუსი :DD
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული