მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" სანაძის "ფლექს პისტოია" გაანადგურა

AutoSharing Option
11 ნოემბერს, იტალია სერია ა-ს მე-7 ტურში, მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" დუდა სანაძის "ფლექს პისტოია" 90:42 გაანადგურა.

ორივე ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მანუჩარ მარკოიშვილმა 28 წუთი ითამაშა და 9 ქულა მოუპოვა თავის გუნდს, ექვსი მცდელობიდან სამი 3-ქულიანი ჩააგდო. ასევე ქართველმა ლეგიონერმა 1 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

დუდა სანაძემ 20 ქუთი ითამაშა, ორი მცდელობიდან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო. ასევე ერთი მოხსნა და ერთი პასი ჰქონდა მატჩში გაკეთებული.

7 მატჩის შემდეგ, ეს "რეჯიო ემილიას" პირველი გამარჯვება იყო და კვლავ ბოლო მე-16
ადგილზეა. "ფლექს პისტოია" ორი გამარჯვებით მე-11 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული