ბითაძის 19 ქულა და "მეგა ბიმაქსის" დამარცხება "პარტიზანთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-8 ტურში ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" სახლში დამარცხდა "პარტიზანთან" 89:102 (23:21, 21:30, 16:22, 29:29).

თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, გოგას თამაში უფრო გვაინტერესებს და მისი კარგი ასპარეზობა გვახარებს. მან 20:19 წუთში 19 ქულა ჩააგდო (14-დან 9 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა ბურთი და 5 პერსონალური მიიღო.

ბითაძის გუნდში ყველაზე შედეგიანი 26 ქულით ენისი იყო, ხოლო ბელგრადელთა რიგებში ვილიამს-გროსი (23) და მარინკოვიჩი (22).

"მეგა ბიმაქსი" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
მომიტვეთ, მაგრამ გოგას ფაჩულიას ნუ შეადრით! გოგას გაცილებით უკეთესი მონაცემები აქვს ვიდრე ზაზას ოდესმე ქონია! მეორე, ფაჩულიას დონეს რას გულისხმობთ მე ვერ ვხდები! ზაზა არასდროს ყოფილა ნბა-ში ტოპ ცენტრი, საშუალო დონეს აკმაყოფილებდა ადრე, დღეისათვის კი არ ვიცი საერთოდ რა დონეზეა მისი თამაში. გოგას გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო კალათბურთი შეუძლია ითამაშოს, ასე რომ ვყსურვებ არ იზარმაცოს და ბევრი იშრომოს საკუთარ თავზე!
პაატა
22:20 12-11-2017
0
გოგა თუ ფიზიკურად მომძლავრდება,2-3 წელიწადში ზაზას დონის ცენტრი იქნება
დავით ღონღაძე
17:36 12-11-2017
0

სიახლეები პოპულარული