შერმადინის უჩვეულოდ უფერული თამაში "ცრვენა ზვეზდასთან"

AutoSharing Option
"უნიხაკას" ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შერმადინმა ბოლო სამ მატჩში კარგად იასპარეზა, ესპანეთის პირველობაზე "ბასკონიასთან" (72:73) ორმაგი დუბლი შეასრულა, "ესტუდიანტესთან" (89:70) 16 ქულით შეეწია თავის გუნდს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ანადოლუ ეფესთან" (79:74) 13 ქულა ჩააგდო.

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ანდალუსიელებმა სახლში 79:65 დაამარცხეს "ცრვენა ზვეზდა" და 3 მოგებით მე-10 ადგილზე არიან, გიორგის კი ამჯერად თამაში არ წაუვიდა, 9:58 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო (5-დან 1 ორქულიანი), ერთხელ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 17
ქულით მალაგელი ნენად ნედოვიჩი იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიოს მცვრტნელი ზალიან ზგუდავს. ეს ყოველნაირად ცხადია
lugu123
00:54 13-11-2017
0

სიახლეები პოპულარული