შენგელიას 14 ქულა და დასანანი წაგება მოსკოვის ოლქში

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" 90:91 (21:18, 27:22, 16:21, 26:30) დამარცხდა რუსეთში "ხიმკისთან".

შენგელიამ 24:59 წუთში 14 ქულა ჩააგდო (5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 ჯარიმა), ოთხჯერ მოხსნა და სამჯერ დაკარგა ბურთი. მის გუნდში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი მეტ ჯენინგი იყო, ხოლო მოსკოვის ოლქელებში ალექსეი შვედი და ენტონი გილი (20-20).

"ბასკონია" 1 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. მისმა მწვრთნელმა პედრო მარტინესმა ნამატჩევს განაცხადა, რომ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, დაცვა ნორმალურად გაისარჯა, მაგრამ ჯერ მთელი 40 წუთი
ერთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან, შეხვედრის მეორე ნახევარში ბურთს ხშირად კარგავდნენ, თავდასხმაშიც დაუშვეს შეცდომები და ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ თამაშის ბოლო სამ პერიოდს ვუყურე.ბასკონია კარგად თამაშობდა და აქცენტს სამ ქულიანებზე აკეთებდა,მესამე პერიოდში 10 ქულითაც დაწინაურდა,მაგრამ პერიოდის ბოლოს ზედიზედ სამ შეტევაში მოწინააღმდეგეს მისცეს პასი და მათაც კარგად შეირგეს.ბასკონიამ რწმენა დაკარგა და სროლები გაუფუჭდა,ხიმკის კი იმედი მიეცა და ათამაშდა.თანაც მათ ჰყავთ ალექსეი შვედი,რომელმაც პირველ ტაიმში ყველაფერი ააცდინა და სკამზე დასვეს,მაგრამ მეორე ტაიმში თამაში თავზე აიღო და შეიძლება ითქვას,მარტომ მოიგო.
სოსო
10:42 11-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული