ცხრილის სათავეში - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მაიამის" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა.

"უორიორსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და ანგარიშით 97:80 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 10 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ორი საჯარიმო.

კევინ დურანტმა 21 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა - 13, დრეიმონდ გრინმა - 18, სტეფ კარიმ კი - 16 ქულა.

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციის ცხრილის
სათავეში მოექცა. ოკლენდელებს 8 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 ნოემბერს, ოკლენდში, ჩვენი დროით 07:30 საათზე "მინესოტასთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფინიქსი-ბრუკლინი 92:98
ატლანტა-ბოსტონი 107:110

მკითხველის კომენტარები / 3 /
დართული ვიდეოც ნახეთ თუ როგორ აცილებს და მოაცილებს ფაცულია მოთამაშეებს...
0
ფაჩულიას გოლდენსტეიტი კი არა კვატი, რატომაა ფაჩულიასი?
ltiksi
10:24 14-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული