სანაძემ "ვარეზესთან" 12 ქულა ჩააგდო, მისი გუნდი კი 8 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში დუდა სანაძის "პისტოიამ" სტუმრად წააგო "ვარეზესთან" 73:81. ქართველი კალათბურთელის გუნდი ორი პერიოდი მარცხდებოდა, მესამეში თითქოს თამაში შემოატრიალა და დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს და გაიმარჯვეს.

სანაძემ პარკეტზე 29 წუთი დაჰყო, 12 ქულა მიითვალა (7-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო). ამას გარდა, 4-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი.

მისი გუნდი 2 ქულით მე-8 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული