"გოლდენ სტეიტის" მორიგი გამარჯვება და ზაზას 4 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ოქტომბერს, "გოლდენ სტეიტმა""ვაშინგტონ უიზარდსი" მიიღო და 120:117 დაამარცხა.

"უორიორსისთვის" ეს მე-4 და ზედიზედ მესამე გამარჯვებაა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 1 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა კევინ დურანტს: 31 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი. სტეფ კარიმ 20 ქულა ჩააგდო და 8 პასი შეასრულა.

თამაში დაძაბული გამოდგა, ხელჩართული ჩხუბისთვის მოედნიდან დრეიმონდ გრინი და ბრედლი
ბილი გააძევეს.

"უორიორსი" მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, შინ "დეტროიტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ქართველია ამ მინდა ცუდი ვთქვა რამე მაგრამ ამას როგორ ათამაშებენ გოლდენ სტეიტში გამაგებინოს ვინმემ
Dato
16:19 28-10-2017
8
13 წუტში 9 მოხსნა კარგია
შოთა გუგეშაშვილი
15:00 28-10-2017
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული