გიორგი ცინცაძის 5 ქულა და მარცხი ორადეაში

AutoSharing Option
რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-3 ტური გაიმართა, რომელშიც გიორგი ცინცაძის „პოლიტეხნიკა“ სტუმრად „ორადეას“ შეხვდა და დიდი სხვაობით - 67:101 წააგო.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო. ცინცაძემ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 30 წუთი ითამაშა და თავი 5 ქულას, 2 მოხსნას, 1 პასს და 1 დაფარებას მოუყარა. ცინცაძემ 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.

3-დან 3 წაგებით „პოლიტეხნიკა“ ცხრილის ფსკერზე იმყოფება. მე-4 ტური 28 ოტომბერს გაიმართება, რომელშიც ცინცაძის გუნდი „სტიაუას“ უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული