მარკოიშვილის 13 ქულამ "რეჯიო ემილია" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" სახლში ორლანდინასთან" 69:75 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ოთქულიანი უპირატესობით მოიგეს, მესამე და მეოთხე პერიოდებში კი სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და გაიმარჯვეს.

ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 34 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

მანუს გუნდი 0 ქულით ბოლო ადგილზეა და 29 ოქტომბერს "კრემონას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული