"აველინოსთან" წაგებულ მატჩში დუდა სანაძემ 10 ქულა მიითვალა

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ს მე-4 ტურში მარცხი განიცადა დუდა სანაძის "ფლეს პისტოიამ". ქართველი უკანახაზელის გუნდმა დღეს, 22 ოქტომბერს "აველინოს" უმასპინძლა და 71:86 დამარცხდა.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 3 ოქრულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში დუდამ 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. პისტოიელთაგან 15 ქულით საუკეთესო რონალდ მური გახლდათ.

2 მოგებითა და 2 მარცხით "პისტოია" ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი სანაძის გუნდს 29 ოქტომბერს, სტუმრად "ვარეზესთან"
ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული