კალათბურთი

ლეგიონერები

მემფისში წაგებულ მატჩში ზაზა ფაჩულია უქულოდ დარჩა

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა ნბა-ს მორიგი მატჩი როგორც "გოლდენ სტეიტისთის", ისე მისი ქართველი ლეგიონერისთვის. თითო მოგებ-წაგების მქონე მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი მატჩი მემფისში გამართა და "გრიზლისთან" მარცხი განიცადა - 101:111.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 12 წუთი გაატარა და უქულოდ დარჩა. ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა, თუმცა 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო. საუკეთესო კი სტეფ კარი გახლდათ 37 ქულით. კევინ დიურანტის ანგარიშზე 29 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა, თუმცა ეს გუნდურად მოთამაშე "მემფისის"
დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

1 მოგებითა და 2 წაგებით "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტოსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის 11-12 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები დალასში, 24 ოქტომბერს გამართავენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ